თავში

2021 წელს საქართველო UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

2021 წელს საქართველო UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
2021 წელს საქართველო UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

წელს საქართველომ, როგორც ტურისტულმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - საქართველო არჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად. ასევე მოხდა საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე.

2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი მოამზადა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, ზამბია, კორეა, მავრიკი , ტაჯიკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ასევე ძალაში შევიდა შეთანხმება სან-მარინოთან, ხელი მოეწერა მემორანდუმს პარაგვაისთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system