თავში

2021 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა 6% იქნება

2021 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა 6% იქნება
2021 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა 6% იქნება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2021 მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება შეიმჩნეოდა თურქეთში, სადაც საგრძნობლად გაჯანსაღდა ბიზნეს კლიმატი, საწარმოო სექტორი და მცირედ გაიზარდა ექსპორტის მოცულობაც. 

საკრედიტო აქტივობის მატებასთან ერთად, სამომხმარებლო დანახარჯებიც გაიზარდა. თუმცა, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფონზე უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია და ტურიზმის სექტორიც გაუარესებული რჩება. 

ლირის გაუფასურების ფონზე, ინფლაციური წნეხი კვლავ მაღალია: წლიურმა ინფლაციამ ივნისში 17.5% შეადგინა, სსფ-ს შეფასებით, 2021 წელს თურქეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 6%-ს, ხოლო 2022-ში კი - 3.5% შეადგენს. 

რაც შეეხება ინფლაციას, მისი მიმდინარე პროგნოზი 2021 წლისთვის 13.6%-ია, ხოლო 2022 წლისთვის კი - 11.8%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system