თავში

2021 წლის ბიუჯეტი - მთავრობის მთავარი გამოწვევა

2021 წლის ბიუჯეტი - მთავრობის მთავარი გამოწვევა
2021 წლის ბიუჯეტი - მთავრობის მთავარი გამოწვევა

,,ყველაზე განსხვავებული და ყველაზე რთული", - ასე აფასებს წინასწარ 2021 წლის ბიუჯეტს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას და მაღალ პროფესიონალიზმს საჭიროებს მომავალი წლის ბიუჯეტი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

,,ფინანსთა სამინისტროს თუ ოდესმე ჰქონდა სირთულე ბიუჯეტის შედგენის დროს, ყველაზე მძიმე პერიოდი ახლა აქვს. სეთ პირობებში ქვეყანა არასდროს ყოფილა, ამიტომ რთული, დაძაბული სამუშაო მოუწევთ. პანდემიასთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაციააა და ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ შემოსავლები და ხარჯი დაბალანსდეს, ურთულესი პერიოდია. მეორეც, რა თქმა უნდა, წელს  საბიუჯეტო დეფიციტი იყო და იქნება კიდეც, მაგრამ ბოლო წლებში არ მახსენდება თითქმის არც ერთი შემთხვევა, რომ სხვაობა ამ ორ პარამეტრს შორის, შესამჩნევი ყოფილიყო. ახლა უკვე შემოსავლების ნაწილში, როცა ეკონომიკა არ იმუშავებს, ძალიან მძიმე  იქნება ხარჯების დაბალანსება", - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგემვისას მთავრობის წინაშე იქნება ალტერნატივა - შეამციროს სახელმწიო ხარჯი და ამით დააბალანსოს სხვაობა ხარჯებსა და შემოსავლებს შორის, რაც დიდი პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის. 

,,როგორ გავართმევთ ამ გამოწვევას თავს, მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარების კუთხით, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ და პროფესიონალიზმის გამოვლენა დიდი მნიშვნელობა ექნება. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომას საჭიროებს დღევანდელი ბიუჯეტი, რადგან იგი გამოწვევა არის მთავრობისთვის და ქვეყნის განვითარების შანსიც ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული. პანდმეია ვერ მოგვარდება და ეს პრობლემა მომავალ წელს გადავა, ამიტომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აკისრია", - ამბობს აკადემიკოსი სილაგაძე report.ge-თან.

შგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე კვირაში მომავალი წლის, 2021 წლის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს. ამას ითვალისწინებს რეგლამენტი, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტი პირველ ოქტომბრამდე წარედგინება.

დოკუმენტს საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ და დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system