თავში

2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ მომავალში, შრომის ბაზარზე მოთხოვნა მხოლოდ პროგრამისტებზე, ინჟინრებზე და მონაცემთა მეცნიერებზე იქნება. 

გთავაზობთ იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალურია.

გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი ყველა კომპანიას ესაჭიროება, რომელიც რეკლამაზე და კლიენტების მოზიდვაზეა ორიენტირებული. წიგნების ყდები, მიმზიდველი ლოგოები და კორპორატიული იდენტურობა არ  იარსებებდა გრაფიკული დიზაინერები რომ არ არსებობდნენ.

AGIMA-ის კვლევის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვაკანსიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა. 

პრომო ვიდეოების და მუსიკალური კლიპების რეჟისორი

მსოფლიოში ეს პროფესიაც არანაკლებ აქტუალურია, ვინაიდან იგი სარეკლამო ვიდეო რგოლების გადაღებასაც მოიცავს. 

ვიდეო ბლოგერი

2021 წელს, როდესაც ბევრი ადამიანი ციფრული კონტენტის მოხმარებაზე გადავიდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და თვითიზოლაციის გამო, კომპანიებს უწევთ მომხმარებლები დისტანციურად მოიზიდონ. ვიდეო ბლოგერები კი აუდიტორიის მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

კრეატიული მენეჯერი: ბრენდის სპეციალისტი

ამ საქმიანობას ახლა სულ უფრო ხშირად უწოდებენ მომავლის პროფესიას. სარეკლამო ბაზარი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ გარკვეული ბრენდის იმიჯის აგება უფრო აქტუალური ხდება.

ანიმატორი

ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ანიმატორის პროფესია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

ილუსტრატორი

არცერთი საბავშვო წიგნის ან გასართობი ვებგვერდი არ არის სრულყოფილი ილუსტრატორის გარეშე. ამ პროფესიის წარმომადგენელი ადამიანის ამოცანაა შექმნას სიუჟეტები  ანიმატორებისთვის, დახატოს სურათებს სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვა. უამრავი ილუსტრაციის ტექნიკა არსებობს, ამიტომ, თუნდაც  სპეციალიზებული განათლება ან მხატვრული ნიჭი არ გქონდეთ,  საკუთარი უნიკალური სტილის შექმნაზე მუშაობას მაინც შეძლებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system