თავში

2022 წლის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი - ღარიბაშვილი

2022 წლის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი
2022 წლის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი - ღარიბაშვილი

„2022 წელს, იანვრიდან, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება.

„მე ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, იყო ამის დაპირება. ბოლო 3 თუ 4 წელია, წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობის პრობლემაზე მიდის საუბარი, მაგრამ ცენტრალურმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, თუ არ ვიცი, რა მოხდა, პრობლემა იყო დაფინანსების გამოყოფა. 2022 წელს, იანვრიდან, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი. ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყალმომარაგება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system