თავში

2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი

2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი
2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი

თხილისა და სხვა კაკლოვნების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრებთან ერთად თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილა. 

"გასულ წლებში, თხილის სექტორში გვქონდა ბევრი გამოწვევა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაძლეულია და, 2020 წლის მონაცემებით, თხილი მოწინავე საექსპორტო პოზიციებს იკავებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები და ამბიცია, რომ ქართულმა თხილმა და სხვა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს.

სხდომის ფარგლებში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.დადებითად შეფასდა გასული წელი და აღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system