თავში

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება

​2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება
2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით,რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი.

როგორც ენერგეტიკის ექსპერტი, დავით მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს, ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გაახარჯვა მოხდება სპეციალური კლიმატურ პროგრამებზე.

"ბუნებრივია შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვთღირებულებას და როგორც უწოდებენ „ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას ძალაინ გაუჭირდება და საერთოდ შეუძლებელი გახდება ბაზარზე კონკურენცია. ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია ,ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი და ასე შემდეგ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი “ნახშირბადის კვალით”, მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ა.შ. მათთვის განისაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი , ევროკავშირის სტანდარტებით. თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს , ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას, ქვეყნები ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ ”სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე.უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი მსოფლიოში შეეცდება და უკვე ცდილობს შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა სადაც ექნება განახლებად ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს (ჩვენ კი ჰესების მაგიერ,“გარემოს დამცველები“ დიდ მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ," - ამბობს მირცხულავა და იმასაც განმარტავს, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი,რუსეთი,სომხეთი) საქართველოში დამზადებულ, შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის,ნახშირის გენერაციაზე. 

აღსანიშნავია, რომ  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system