თავში

2025 წელს ტურიზმიდან 4,2 მლრდ დოლარი უნდა მივიღოთ - მარიამ ქვრივიშვილი

2025 წელს ტურიზმიდან 4,2 მლრდ დოლარი უნდა მივიღოთ - მარიამ ქვრივიშვილი
2025 წელს ტურიზმიდან 4,2 მლრდ დოლარი უნდა მივიღოთ - მარიამ ქვრივიშვილი

"2025 წელს უნდა მივიღოთ 4,2 მლრდ დოლარი, ხოლო 2030 წელს - 6,5 მლრდ დოლარი", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

„გრძელვადიან ინდიკატორებზე როცა ვსაუბრობთ, იმ დინამიკის შენარჩუნებით, რომელიც ტურიზმის და ავიაციის აღდგენაში ჩვენ დღეს გვიჭირავს, შესაძლებელია, რომ გავიდეთ შემდეგ ნიშნულებზე, რომ თუ 2019 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მივიღეთ 3,3 მლრდ დოლარი შემოსავალი, 2025 წელს უნდა მივიღოთ 4,2 მლრდ დოლარი, ხოლო 2030 წელს - 6,5 მლრდ დოლარი“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტში, პროცესში ჩართულია კერძო სექტორი, აღმასრულებელი ხელისუფლება და დონორი ორგანიზაციები. ახალი კანონი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტურიზმის ბიზნესს და ამ სექტორს საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system