თავში

24 დეკემბრიდან ავეჯის მაღაზიებიც გაიხსნება

24 დეკემბრიდან ავეჯის მაღაზიებიც გაიხსნება
24 დეკემბრიდან ავეჯის მაღაზიებიც გაიხსნება

შეზღუდვების შემსუბუქება და გახსნა სავაჭრო "მოლების" მსგავსად ავეჯის მაღაზიებსაც ეხება.როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, ყველა ობიექტი შრომის ინსპექტირების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. კონტროლი განხორციელდება სასტუმროების მიმართაც.

„ეს ეხება ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვეული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტრილდება. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ ვხედავთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს, ამით კი, ეპიდემიოლოგიურად საფრთხე ექმნება თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოვახდენთ მსგავსი ტიპის ობიექტების მონიტორინგს", - განაცხადა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system