თავში

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკაში ზაფხულში გაიხსნება - PHOTO

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკაში ზაფხულში გაიხსნება - PHOTO
240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკაში ზაფხულში გაიხსნება - PHOTO

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც report.ge-ს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს „დაშბაშის კანიონის“ პროექტის განხორციელებისთვის მომავალი 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება.

40 მილიონიან პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

როგორც წალკის მუნიციპალიტეტში განმარტავენ,  შუშის ხიდი პროექტის მთავარი კომპონენტია, მის შუაგულში კი მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება.

მხოლოდ ხიდის მშეენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. 

გარდა ხიდისა, პროექტი აერთიანებს სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. 

კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც.

"წალკაში განსაკუთრებული ბუნებაა და ის სამწუხაროდ, ქართველებისთვისაც კი, უცხო და აუთვისებელ ლოკაციად რჩება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა წალკას აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ, – განმარტავენ წალკის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ცნობისთვის, 240 მეტრის შუშის ხიდის პროექტმა მსოფლიო პრესა უკვე აალაპარაკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system