თავში

რატომ ვერ განხორციელდა 3 წლის წინ დაანონსებული კოპიტნარის რკინიგზის პროექტი

3 წლის წინ დაანონსებული კოპიტნარის რკინიგზის პროექტი
რატომ ვერ განხორციელდა 3 წლის წინ დაანონსებული კოპიტნარის რკინიგზის პროექტი

"კოპიტნარის რკინიგზასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს უახლოეს დღეებში წარვადგენთ მთავრობაში", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური პროექტი, რომელიც ეკონომიკურ-ტექნიკურად გამოადგება ქვეყანას.

დადგენილების პროექტს უახლოეს დღეებში წარვადგენთ მთავრობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ წარმოგვედგინა პროექტი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გამართლებული იქნებოდა ეკონომიკურად, რადგან წინა წლებში გვინახავს მასშტაბური პროექტები, რომელსაც არავინ იყენებდა და რომელზეც მოსახლეობის რესურსი უნდა დახარჯულიყო. ყველაზე ოპტიმალური პროექტი შეიქმნა და ის იქნება დაპარალელებული ახალი ტერმინალის შენებლობასთან, რომელიც წელსვე დასრულდება. ყველაფერი თავის დროზე იქნება ძალაში და ოპერირებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. 

საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. ამ პრეზენტაციაზე აეროპორტის წინ თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა და ითქვა, რომ  პროექტი 2018 წელის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ იქ საძირკვლის გათხრაც არავის დაუწყია. 2018 წლის გასული წლის მაისში კვირიკაშილმა პროექტის ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებით ახსნა. საქმე არც ამის შემდეგ დაძრულა. 2019 წლის დასაწყოსში აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივიდოდა. დღეს კი, 2020 წლის 28 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მისი განხორციელების ვადა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system