თავში

300 000 ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა - რესტორატორთა ასოციაცია

300 000 ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილების ასოციაცია
300 000 ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა - რესტორატორთა ასოციაცია

300 000 ადამიანს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. ამის შესახებ რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ბიზნეს სექტორი რესტორნების მიმართულებით ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მძიმე მდგომარეობაშია და პრემიერთან შეხვედრა ამ პრობლემების მოგვარებისთვის აუცულებელი.

"ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც რეალურად დღეს სფეროს აქვს. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, გლობალურია. დაახლოებით 300 000 ადამიანს ერთიანად ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, იქიდან გამომდინარე, რომ დარტყმა ძალიან დიდია სამასპინძლო ბიზნესთან დაკავშირებით. ამ საკითხზე განხილვა, ჩვენი შეხედულების შეთავაზება, აუცილებლად ჩავთვალეთ და შეხვედრა ჩაინიშნა", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, პრემიერთან საუბარი ნაყოფიერი აღმოჩნდა და მან ადეკვატურად გაიზიარა ყველა ის საკითხი, რომელზეც ბიზნეს ასოციაციებმა ისაუბრეს.

"პრემიერის მხრიდან აღნიშნული იყო, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარებით კუთხით, შეეხება ეს ბანკებთან დაკავშირებულ საკითხს, თუ საგადასახადო წნეხს. ამ სფეროში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალი ადამიანები და ამ სამუშაო ადგილების გადარჩენა აუცილებელია. მინდა გითხრათ, რომ პრემიერის მხრიდან ეს საკითხები სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system