თავში

4 რეგიონში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები ამოქმედდება - ლევან დავითაშვილი

4 რეგიონში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები ამოქმედდება - ლევან
4 რეგიონში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები ამოქმედდება - ლევან დავითაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალ საინტერესო პროექტს ვიწყებთ, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ოთხ რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განხორციელდება. 

„ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 300 ათასიდან მილიონ ლარამდე სესხების პროცენტის თანადაფინასება 2 წლის ვადით და ამავე დროს, მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც გულისხმობს დამატებით საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60% შეიძლება იყოს და მაქსიმალური საგრანტო თანხა - 600 ათასი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ შერჩეულ რეგიონებში მოხდეს მეწარმეობის განვითარება“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system