თავში

5 დღეში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა

5 დღეში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა
5 დღეში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, რომლებიც არანებადართულ საქმიანობას ეწეოდნენ.

დფაჯარიმდა 7 ობიექტი.

ბექა ფერაძის თქმით, აქტიურად ხდება ობიექტების რემონიტორინგიც.

„ 28 ნოემბერი-3 დეკემბრის მონაცემებით, მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო, სულ 22 532 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733-ს, 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,-აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system