თავში

5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები სპეციალურ ბირჟაზე ივაჭრებენ

5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები სპეციალურ ბირჟაზე ივაჭრებენ
5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები სპეციალურ ბირჟაზე ივაჭრებენ

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ კანონი ძალაში მიმდინარე წელს შევიდა. 

კანონი ითვალისწინებს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიების პროექტებისთვის მხარდაჭერის სქემების შეთავაზებას.

მთავრობის გეგმებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები ელექტროენერგიას ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდიან და მათ სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას შესთავაზებს.

პროექტს მთავრობა განიხილავს.

ეკონომიკის სამინისტროს შემუშავებული პროექტის მიხედვით,  ყველა ჰესი ამ მექანიზმის მიხედვით ივაჭრებს ბირჟაზე, რომელიც გაისად უკვე ჩამოყალიბებული და მუშა მდგომარეობაში იქნება

თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ერთ კვირაში მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდება.

რაც შეეხება ქარისა და მზის პროექტებს, მთავრობა მათთვის სპეციალურ პაკეტს, სამოქმედო მექანიზმს ამზადებს და გადაწყვეტილებები წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც 2021 წლიდან გაეშვებიან ექსპლუატაციაში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთანავე, გარკვეულ თანხას მიიღებენ.

"ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ ჰესებზე, უკვე ვისთანაც გაფორმებულია გარანტირებული ხელშეკრულებები, მათ ეს მექანიზმი არ შეეხება. საუბარია იმაზე, რომ ისინი ივაჭრებენ ბირჟაზე და წელიწადის გარკვეული თვეების განმავლობაში, ისინი მიიღებენ დამატებით თანხას ესკო-სგან, ან მთავრობისგან, ამაზე ჩამოვყალიბდებით", -ამბობს დავით თვალაბეიშვილი და დასძენს, რომ უკვე მოქმედი ელექტროსადგურები სავაჭროდ ბირჟაზე დაიშვებიან და შეძლებენ ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ მომხმარებლებთანაც გააფორმონ ხელშეკრულება.

"ჩვენი ვარაუდია, რომ ამ ჰესების უმრავლესობა ივაჭრებს ბირჟაზე, რადგან იქ ვაჭრობა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება, ფასწარმოქმნა ღიაა და უმრავლესობა ივაჭრებს ბირჟაზე", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system