თავში

5 Youtube-ერი, რომელიც მილიონერი გახდა

5 Youtube-ერი, რომელიც მილიონერი გახდა
5 Youtube-ერი, რომელიც მილიონერი გახდა

Youtube რომ ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ვიდეო პლატფორმაა, ეს სიახლე არ არის. სოციალური მედიის სტატისტიკის და ანალიზების ვებ-გვერდის Social Blade-ის მონაცემებით, ამ მომენტში მსოფლიოში 33.3 მილიონზე მეტი არხია რეგისტრირებული. ყოველდღიურად ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ქმნიან არხს იმ იმედით, რომ ის პოპულარობას და რა თქმა უნდა მატერიალურ სიმდიდრეს მოუტანს. უამრავმა ადამიანმა Youtube შემოსავლის ერთადერთ წყაროდ წარმატებულად აქცია, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვინც ეს საქმიანობა ახალ საფეხურზე აიყვანა და მილიონები გამოიმუშავა.

გთავაზობთ Youtube -ერების ხუთეულს, რომლებიც ვიდეო პლატფორმის დახმარებით მილიონერი გახდა.

1. პირველ ადგილზე ჯეფრი სთარი (jeffrestar) გავიდა, რომელსაც ამ მომენტში 16,7 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ჯეფრი Youtube -ზე უკვე 10 წელია რაც მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში, მისმა ვიდეოებმა 2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. ჯეფრი საკმაოდ გავლენიან ე.წ. ინფლუენსერად ჩამოყალიბდა და საკუთარი ბრენდის დაარსებაც შეძლო. მისი ვიდეოები ძირითადად მოდის სფეროს შეეხება, თუმცა არხზე ხშირად ნახავთ ვიდეოს მის პერსონალურ ცხოვრებაზე და ჰოლივუდურ დრამებზე. . ჯეფრიმ იუთუბის საშუალებით 50 მილიონი დოლარის კაპიტალს მოუყარა თავი.

2. დენიელ მიდლტონი, Youtube სივრცეში ცნობილი როგორც danTDM, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროფესიონალი გეიმერია. ვიდეოებს 2012 წლიდან ტვირთავს დ აუკვე 22,2 მილიონზე  მეტი გამომწერი ჰყავს. დენიელი არხზე ყოველდღიურად დებს თამაშის ვიდეოებს და როგორც ჩანს, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მილიონერი გახდე. თამაშ-თამაშში მიდლტონმა 45 მილიონი დოლარი იშოვა. საგულისხმოა, რომ პროფესიონალმა გეიმერმა საკუთარი სახე "ფოლოვერებს" (მიმდევრებს) მხოლოდ მას შემდეგ აჩვენა, რაც მათი რიცხვი 100 000 გაუთანაბრდა.

3. კოლინ ბელინჯერი (colleen ballinger) მომღერალია, რომელიც Youtube -ზე სხვა და სხვა შინაარსის ვიდეოს ათავსებს. კოლინმა 18 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა და მისი კაპიტალი ამ დროისთვის 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

4. ფელიქს ჩელბერგი, ცნობილი როგორც pewdiepie, ერთ დროს ყველაზე წარმატებული Youtuber-ი იყო. მას შემდეგ, რაც არაერთხელ გაეხვა სკანდალში, ფელიქსის შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა pewdiepie მაინც ყველაზე ხმაურიანი სახელია სოციალურ მედიაში. ამჟამად შვედი შემქმნელის კაპიტალი 20 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს ფელიქსმა Twitter -ის პირადი გვერდი გააუქმა და მიმდევრებს ერთ წლიანი პაუზის შესახებ ამცნო. როგორც ჩანს ფელიქსი განუწყვეტელმა კრიტიკამ დაღალა და შვებულებაში გადის. ფელიქსი არაერთხელ დაადანაშაულეს რასიზმში და ანტისემიტიზმში. 

5. თუ კი რომელიმე სიის ბოლოში ყოფნას ვისურვებდი ეს სწორედ ისაა. მეხუთე ადგილს ჯეიკ პაული იკავებს, 19 მილიონი დოლარით. ჯეიკი აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას და გიჟური ტრუკების გადაღებით მილიონობით ადამიანის ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მისი ძმა ლოგანი Youtube სივრცის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია, თუმცა მას შემდეგ რაც სერიოზულ სკანდალში გაეხვა და Youtube -ის წყრომა დაიმსახურა, სოციალურ ქსელში პაულების ოჯახის მედროშე სწორედ მისი ძმა გახდა. გამოიცანით, ვინ მოხვდებოდა მეექვსე ადგილას, ეს სია რომ გაგვეგძელებინა...

ბოლო დროს Youtube-ზე ქართველი შემქმნელების და მომხმარებლის რიცხვმაც საგრძნობლად იმატა.  უკვე რთულია იგნორირება გაუკეთო იმ ფაქტს, რომ შემქმნელებს თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს და შესაბამისად სხვადასხვა კომპანიები სიამოვნებით თანხმდებიან მათთან თანამშრომლობას. გახდება თუ არა საქართველოში იუთუბზე მოღვაწეობა ისეთივე შემოსავლიანი საქმიანობა , როგორც ეს მაგალითად შეერთებულ შტატებშია, დრო გვაჩვენებს, თუმცა მზარდი ტენდეენცია ერთი შეხედვითაც შეინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system