თავში

50 ელევატორმა 105.3 მლნ. ლარის 107.1 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდა

50 ელევატორმა 105.3 მლნ. ლარის 107.1 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდა
50 ელევატორმა 105.3 მლნ. ლარის 107.1 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 50 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (44.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 22.0 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.0 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, 8.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.0 პროცენტი ქ. თბილისში, 4.0 პროცენტი იმერეთის და 2.0 პროცენტი გურიის რეგიონებში.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 106 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 923 კაცით განისაზღვრა. 

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 144.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 74.4 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 105.3 მლნ. ლარის ღირებულების 107.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 52.5 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 38.9 პროცენტს, ნოემბერში - 34.6 პროცენტს, ხოლო დეკემბერში 33.0 პროცენტს.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მოქმედმა 45 ელევატორმა 75.5 მლნ. ლარის პროდუქტი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system