თავში

57 ათასზე მეტი აგროკრედიტი გაიცა

57 ათასზე მეტი აგროკრედიტი გაიცა
57 ათასზე მეტი აგროკრედიტი გაიცა

"დანერგე მომავლის ფარგლებში მოხდა ერთწლიანი კულტურების დაფინანსების საკითხის დამატება - გაიცა 57 მლნ-ლარზე მეტი თანხის 2900-ზე მეტი სესხი, თანადაფინასებით 4,2 მლნ. ლარი. ჯამურად, აგროკრედიტის სახით, 57 ათასზე მეტი სესხია გაცემული. დაიწყო ასევე მერძევეობის მოდერნიზების და ბაზარზე წვდომის პროგრამა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჯამური ინვესტიცია 21 მილიონი ლარია," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თამარაშვილის განმარტებით, ანტიკრიზისულის ფარგლებში განხორციელდა აგროწარმოების პროგრამა, მოხდა იმპორტირებული ხორბლის სუბსიდირება, რათა მოსახლეობის პურით მომარაგებაში არ ყოფილიყო შეფერხება. 

ასევე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ არ შეფერხებულიყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროდუქტების იმპორტი და ასე შემდეგ. მან შარშან განხორცილებულ სისტემურ პროექტებზე და პროგრამებზეც ისაუბრა, მათ შორის, „დანერგე მომავალზე“, აგროდაზღვევაზე, „ახალგაზრდა მეწარმეზე“ და სხვა.

ანგარიშის მოსმენა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრების შეფასებით, სამინისტრო, მისი შესაბამისი სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს სახით, ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას შეძლებისდაგვარად შეუწყონ ხელი, თუმცა მათივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ეს, მათ შორის, ეხება ხორბლის სუბსიდირებას მცირე მეწარმეებისათვის, ხორბლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ქართული ჩაის წარმოების მხარდაჭერას, საინფორმაციო საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და სხვა.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის ძირითად მიზნებსა და ამ უწყების მიერ შარშან გაწეული საქმიანობის თაობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

თამარ ალადაშვილის განმარტებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა; გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ეს არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უმთავრესი მიზნები, რომელთა განხორციელებისთვის ცენტრის თანამშრომლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ცენტრის საქმიანობაში აგრარული კომპონენტი ორიოდ წლის წინ - სამინისტროების გაერთიანების შემდეგ შემოვიდა და 2020 წელს ცენტმა თავის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ფერმერთა ხელშეწყობაზე და ექსტენციის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, ცენტრის საქმიანობაში არის საინტერესო სიახლეებიც, გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონერების საჭიროებებზეა დაფუძნებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system