
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე მიმდინარე წლის 4 იანვარს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
მათი ცნობით, მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.900%-ით, მაქსიმალური 10.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.193%-ით განისაზღვრა.