თავში

8 ივნისს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

8 ივნისს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება
8 ივნისს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება. 

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცველელ პუნქტებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ცნობისთვის, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებს და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურება. სექტორი 4000 მდე ადამიანს ასაქმებს.

სავალუტიო ჯიხურების მომსახურება 31 მარტიდან შეწყდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system