თავში

9 ძირითადი პროდუქტი, რომლებიც არ გაძვირდება

9 ძირითადი პროდუქტი, რომლებიც არ გაძვირდება
9 ძირითადი პროდუქტი, რომლებიც არ გაძვირდება

ბრინჯი, შაქარი, მაკარონი, ფქვილი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტები, - ამ შვიდ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს. დღეს ამ სიას კიდევ ორი პროდუქტი დაემატა, ესაა წიწიბურა და ლობიო.

ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მიისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად, მსხვილ იმპორტიორებს. შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიციები, ზუსტად ამიტომ ჩვენ დეტალებზე გუშინ არ ვისაუბრეთ. დღეს შეგვიძლია განავცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში შეგვიძლია გადავუზღვიოთ სავალუტო პლუქტუაცია, განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გავცლითი კურსიდან, ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს, იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ამ კუთხით ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ და დღის განმავლობაში ავამოქმედებთ ამ მექანიზმს, თუმცა შეთანხმება მსხვილ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მიღწეულია - ისინი გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებენ ფასებს და არ მოხდებოდა გაძვირება. თუმცა, იცით, რომ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასით სპეკულირება და ამაზე გვექნება მონიტორინგი. იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე ჩვენ გვექნება ფასი დაზღვეული და მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლამდე ფასი მივიდეს ხელუხლებლად“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში პროდუქტების მარაგების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შეფერხებები, რომლებიც კლიმატური პირობების გაუარესებამ გამოიწვია უახლოეს პერიოდში აღმოფხვრილი იქნება.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში მარაგები გვაქვს! რამდენიმე კონკრეტულ პროდუქტზე გვქონდა შეფერხება, რაც ისევ პანიკური ქცევიდან გამომდინარეობდა და მეორე ფაქტორი, რომელიც უკავშირდებოდა გარემო პირობებს კლიმატს იმის გამო, რომ ჩვენ კონკრეტული პროდუქტების შემოსვლას ვერ ვახდენდით, რომელიც მინდა გითხრათ, რომ შეძენილია. იცით, რომ ამინდი სწორდება და ჩვენ შევძლებთ გზის გაწმენდით სამუშაოები ვაწარმოოთ. იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი ლარსიდან შემოვიდეს და ასევე იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზე და ის გემები, რომლებიც სურსათით არის დატვირთული და ქვეყანაში შემოსულია, ჩამოიცლება. ფასის ზრდის და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system