თავში

9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

საქსტატის 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიშის თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. 

წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. 

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლებაა.

"2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში", - განმარტავენ საქსტატში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system