თავში

9 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-მდეა შემცირებული

9 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-მდეა შემცირებული
9 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-მდეა შემცირებული

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 6 დღში მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system