თავში

აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს, 2020 წლის 7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290 პროცენტით, მაქსიმალური 8.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.310 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system