თავში

აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი ღონისძიება - "ერთად საერთო მომავლისკენ"

აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი ღონისძიება - "ერთად საერთო მომავლისკენ"
აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი ღონისძიება - ერთად საერთო მომავლისკენ

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი"  გაიხსნა პანელით, სადაც  აბრეშუმის ფორუმის მონაწილეებმა, (სომხეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა) დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ქვეყნის მცდელობა კვლავ შეასრულოს მთავარი მაკავშირებელი დერეფნის როლი ევროპასა და აზიას შორის. უზბეკეთის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკისთვის გადამწყვეტია. უახლოესი პორტი უზბეკეთიდან, ფოთის პორტია, ამიტომ აზერბაიჯანისთვის, უზბეკეთისთვის და სომხეთისთვისაც, ერთგვარი სატრანსპორტო კვანძია საქართველოს, როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და სახმელეთო დერეფნები. ასევე, ელიორ განიევმა, პანელზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, საქართველოს პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას.  

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის თქმით, აზიის ქვეყნები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ჩინეთის მთავრობა აქტიურად მოუწოდებს ჩინურ ბიზნესს, დაინტერესდეს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალით, განახორციელონ ინვესტიციები ამ კუთხით და უფრო აქტიურად გამოიყენონ ამ ქვეყნის შესაძლებლობები. მაღალი დონის დიალოგზე "ერთად საერთო მომავლისკენ", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი წარმოადგენდა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, სატრანსპორტო პოტენციალის მაქსიმალური განვითარებისთვის ინფრასტურული პროექტები ეფექტურად განხორციელდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system