თავში

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას 3 მლნ 300 ათასი ლარი მოხმარდება

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას 3 მლნ 300 ათასი ლარი მოხმარდება
აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას 3 მლნ 300 ათასი ლარი მოხმარდება

თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 3 მლნ 300 ათასი ლარია. 

როგორც მან აღნიშნა, პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტი ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შენობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განახლება მოხდება. ასევე, ავეჯი და ეზო კეთილმოეწყობა. მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები. ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცულიექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system