თავში

აჭარაში 7000 ოჯახს სურსათს გადასცემენ

აჭარაში 7000 ოჯახს სურსათს გადასცემენ
აჭარაში 7000 ოჯახს სურსათს გადასცემენ

აჭარაში 7000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. 

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო. 

როგორც report.ge-ს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. 

პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს. 

ამ ეტაპზე 300 მოხალისეა უკვე ჩართული. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად აგრძელებს მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებას, ეკიპირებას. სურსათის დარიგების პროცესში და სოციალურად დაუცველ, მაღალი რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან მიწოდებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერებმა, მოხალისეებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system