თავში

აჭარის ახალგაზრდობის სააგენტომ სტრატეგია წარადგინა

აჭარის ახალგაზრდობის სააგენტომ სტრატეგია წარადგინა
აჭარის ახალგაზრდობის სააგენტომ სტრატეგია წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში ღონისძიებაში მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

,,დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს. როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system