თავში

ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს
ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით, ADB-ის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს. ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის რანგში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა.

ცნობისთვის, ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის დაფინანსებით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ათობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system