თავში

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტს ახალი გენდირექტორი ჰყავს

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტს
ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტს ახალი გენდირექტორი ჰყავს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ჟუკოვს მათთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის წარსულში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.

ახალი გენერალური დირექტორი აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებს რეგიონის ათ ქვეყანაში უხელმძღვანელებს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი ამ რეგიონში 24 მილიარდი დოლარია.

"აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონების მთავრობებსა და განვითარების პარტნიორებთან ეკონომიკის აღდგენის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, განახლებადი ენერგიის განვითარების და კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკების შესაქმნელად“, – განაცხადა ევგენი ჟუკოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system