თავში

ადგილობრივი ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ადგილობრივი ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა
ადგილობრივი ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

კორონავირუსის პანდემიისას წარმოების შემცირებისა და გლობალური მოთხოვნის შემცირების პირობებში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ექსპორტმა 1720.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8%-ით აღემატება და ადგილობრივი ექსპორტის წლის აღნიშნული დროისათვის ისტორიული მაქსიმუმია.

ექსპერტის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარ-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან 2020 წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა.

„ადგილობრივი ექსპორტის 87%-ზე მეტი გადის საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, რაც ჩვენი ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე ასევე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური მაჩვენებლებიდან სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი (246.0 მლნ. აშშ დოლარი) ასევე რეკორდულად ყველაზე მაღალია, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან ზრდის ტემპით (+27.1%) - ისტორიულად მესამე ადგილზეა. 

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ნახევარზე მეტი (50.2%) სამი სახის პროდუქციაზე მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5%), ფეროშენადნობები (10.4%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (8.3%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system