თავში

ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი

ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი
ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი

კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (2 406.9 მლნ აშშ დოლარი).

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

უწყება საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2020 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა.

"ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მიუთითებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის სისწორესა და თანამიმდევრულობაზე. შეზღუდვების მიუხედავად, არც ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოს ფუნქციონირება არ შეუჩერებია და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი გახდა ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის შემცირებისა და ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სისტემატური თანამშრომლობა კერძო სექტორთან საინფორმაციო კამპანიის, ყოველდღიური შეხვედრებისა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატებში," - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და შვეიცარიაში. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთში შვეიცარიასა და გერმანიაში.2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნისა და კონცენტრატების, ოქროს, ძვირფასი ლითონების მადნისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის ექსპორტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system