თავში

Adidas-მა NFT-ის კოლექციით $23,4 მილიონი გამოიმუშავა

Adidas-მა NFT-ის კოლექციით $23,4 მილიონი გამოიმუშავა
Adidas-მა NFT-ის კოლექციით $23,4 მილიონი გამოიმუშავა

17 დეკემბერს, Adidas-მა პირველი NFT-ის კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით Into the Metaverse. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას incrypted.net ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 20 ათასი ჟეტონი პირველ დღეს რამდენიმე საათში გაიყიდა. გაყიდვების პირველ დღეს კომპანიამ 23,4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

Into the Metaverse-ის შექმნაზე Adidas კომპანია Bored Apes Yacht Club-სა და PUNKS Comics-თან თანამშრომლობდა.

ეს პროექტი არის გლობალური ბრენდის სტრატეგიის ნაწილი მეტავერსული მიმართულებით. 

18 დეკემბრის მდგომარეობით, Adidas-ის პროექტი პოპულარობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო NFT პროექტებს შორის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system