თავში

ადიგენის ტყის მართვის გეგმა მზადდება

ადიგენის ტყის მართვის გეგმა მზადდება
ადიგენის ტყის მართვის გეგმა მზადდება

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და მომზადდება ტყის მართვის გეგმა. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, სლოვენიელი ექსპერტებიჩაერთვებიან. 

ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები. პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.

პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system