თავში

აეროპორტების გაერთიანება "იუესაიდთან“ ითანამშრომლებს - PHOTO

აეროპორტების გაერთიანება "იუესაიდთან“ ითანამშრომლებს - PHOTO
აეროპორტების გაერთიანება იუესაიდთან“ ითანამშრომლებს - PHOTO

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობა „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ და „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოში „იუესაიდის“ (USAID/Georgia) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროგრამა დაეხმარება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს უფრო მეტად გახდნენ ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე. ასევე, დააკმაყოფილონ აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტი.

,,დღეს საფუძველი ჩაეყარა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობას. მოხარულები ვართ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან და საერთაშორისო დონის სერტიფიკატებს მიიღებენ ჩვენი თანამშრომლები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია, დღითიდღე იზრდება აეროპორტის მგზავრთნაკადიც, შესაბამისად იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და პერსონალს სჭირდება, რომ იყვნენ კვალიფიციურად მომზადებულები,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ და დასძინა, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობა, ასევე დაკავშირებულია დამატებით ინიციატივებთან იმერეთის რეგიონში, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

"მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში „უიესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის პერსონალის უნარჩვევების განვითარებაში. შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე და ამ მიმართულებით დააკმაყოფილებს აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტს," - განაცხადა არჩუაძემ.

როგორც report.ge-ს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია, შექმნას კონკურენტუნარიანი ეკოსისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება, განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით. მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო დონეზე დატრენინგებული და სერტიფიცირებული თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system