თავში

ეკონომიკის სამინისტრო უფრო ოპტიმისტურად აფასებს არსებულ შესაძლებლობებს, ვიდრე ანაკლიის კონსორციუმი

აფასებს არსებულ შესაძლებლობებს, ვიდრე ანაკლიის კონსორციუმი
ეკონომიკის სამინისტრო უფრო ოპტიმისტურად აფასებს არსებულ შესაძლებლობებს, ვიდრე ანაკლიის კონსორციუმი

მიგვაჩნია, რომ არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში კარგად იმუშაოს კონსორციუმმა და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო იურიდიული დავის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„ალბათ ჩვენ უფრო მეტად ოპტიმისტურად ვაფასებთ შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში, ვიდრე კონსორციუმი, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში კარგად იმუშაოს კონსორციუმმა და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ჩვენ ძალიან პოზიტიურად ველოდებით, ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ჩვენი ყველა განცხადებით ყოველთვის ვადასტურებთ, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, სახელმწიფო მხარს უჭერს და კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს ანაკლიის პორტს. ესეც არის დიდი სტიმული, რათა წლის ბოლომდე მოხერხდეს და ვალდებულებები შესრულდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დღეს პარლამენტში, დეპუტატების ნაწილთან შეხვედრაზე განაცხადა: „მხარეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ანაკლიის პროექტი საერთაშორისო იურიდიულ დავაში გადაიზარდოს“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system