თავში

აფრიკის უმდიდრეს ქალს ბრალი წაუყენეს

აფრიკის უმდიდრეს ქალს ბრალი წაუყენეს
აფრიკის უმდიდრეს ქალს ბრალი წაუყენეს

BBC -ის ცნობით, აფრიკის უმდიდრეს ქალს, იზაბელ დოშ სანტუშს ანგოლის პროკურატურამ თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 

გენპროკურორის განცხადებით, თუ ბრალდებულები ანგოლის მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებიან, მათი დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერები გაიცემა.

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. 

იზაბელ დუშ სანტუში Sonangol-ს 18 თვის განმავლობაში, 2016 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. გასაჯაროვებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ იზაბელ დუშ სანტუშმა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი საკუთარი ქვეყნის ექსპლუატაციისა და კორუფციის წყალობით დააგროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system