თავში

აგროქულებით სახელმწიფომ ფერმერებზე 28,9 მილიონი ლარი გასცა

აგროქულებით სახელმწიფომ ფერმერებზე 28,9 მილიონი ლარი გასცა
აგროქულებით სახელმწიფომ ფერმერებზე 28,9 მილიონი ლარი გასცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 ოქტომბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 165,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. 

დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 28.9 მლნ ლარს აჭარბებს. 

უწყების განმარტებით, აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

ბოლო ორ კვირაში აგროქულები დაერიცხა 5 ათას ფერმერს, რადგან 25 სექტემბრის მონაცემებით, აგროქულები ერიცხებოდა 160,000-მდე ფერმერს,ხოლო სუბსიდიის ოდენობა უტოლდებოდა 28,1 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, აგროქულები ფერმერებს აგრობარათებზე ერიცხებათ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system