თავში

აგროწარმოებაში დახმარება სახელმწიფოს 387-მა ფერმერმა სთხოვა

აგროწარმოებაში დახმარება სახელმწიფოს 387-მა ფერმერმა სთხოვა
აგროწარმოებაში დახმარება სახელმწიფოს 387-მა ფერმერმა სთხოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის 25 სექტემბრის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი. აქედან სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა. 

შეგახსენებთ, აგროწარმოებაში კორონავურუსით მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაახლა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და დახურულ გრუნტში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system