თავში

აგროტურიზმი სტარტს იღებს

აგროტურიზმი სტარტს იღებს
აგროტურიზმი სტარტს იღებს

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსსა“ (GTIA) და საქართველოს ფერმერთა ასოციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. 

„ფერმერთა ასოციაცია“ „ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს“ აგროტურიზმის მიმართულებით შეუერთდება. 

მემორანდუმს ხელი დღეს „ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ მოეწერა.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აქტიურად ეწევა აგროტურისტული ობიექტების მხარდაჭერასა და პოპულარზაციას. COVID -19 დროს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო აგროტურიზმის სექტორმა. „ფერმერთა ასოციაცია“ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს“ სწორედ აგროტურიზმის მიმართულებით შეუერთდა. ჩვენი ასოციაცია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს აგროტურიზმის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სხვადასხვა შეღავათებსა და ბენეფიტებს ითვალისწინებს აგროტურიზმის ბიზნესისთვის. კანონპროექტის დამტიკიცების შემთხვევაში 2020 ტურისტული წლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს,“ - აღნიშნა თამარ თორიამ.

,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) არის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია, რომლიც დაფუძნებულია საქართველოს ტურიზმის იდენტურობის პოპულარიზაციის განვითარებისა და კერძო სექტორში რეპუტაციის გაღრმავების მიზნით. მისია ასევე გულისხმობს სფეროს განვითარების საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიების შეთავაზებისა და ორგანიზებას,რაც წარმოადგენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ტურიზმის სუბიექტების საერთო ინტერესს, ასევე მთავარი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ხარისხის ზრდა და სფეროს განვითარებაა. ინიციატივის მხარდამჭერი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაა (The USAID Economic Governance Program).

ალიანსის წევრები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; ეკო ტურიზმის ასოციაცია; სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს გიდების ასოციაცია; გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორტა ასოციაცია; ტურიზმის ინსტიტუტი; საქართველოს ტურიზმის კავშირი; საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია; საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია არიან,” - ნათქვამია ინფორმაციაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system