თავში

აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა
აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

ეროვნულმა ბანკმა, აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან გზავნილები შემცირდა, თუმცა ქვეყნების ჭრილში, ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტრენდით ხასიათდება. სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 146 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოში გადმორიცხული თანხების 94% უმსხვილეს 18 პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების რაოდენობა 1 მილიონ დოლარს აღემატება.

სებ-მა ასევე გამოაქვეყნა ფულადი გზავნილების TOP 10 ქვეყანა, რომელთა ჩამონათვალშიც  რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, საიდანაც გზავნილები მაღალი ნიშნულით შემცირდა. კერძოდ, რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების რაოდენობა 35,464.4 დოლარით არის შემცირებული.  რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იტალიიდან გზავნილების მოცულობამ 20,565.6 დოლარი შეადგინა. აშშ-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 15,120.4 დოლარით განისაზღვრა. აშშ-დან აგვისტოში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 14,729.7 დოლარა, დაახლოებით ამდენივეა ეს მაჩვენებელი ისრაელიდან - 14,017.0 დოლარით. 

ფულადი გზავნილების TOP ჩამონათვალში თურქეთი, 7,924.3 დოლარით მეოთხე პოზიციაზეა. ესპანეთისთვის ეს მაჩვენებელი 4,227.7 დოლარს შეადგენს, დაახლოებით ამდენივეა გზავნილების მოცულობა გერმანიიდანაც - 4,223.9 დოლარი, ხოლო უკრაინის შემთხვევაში ფულადი გზავნილი 3,826.1-იან ნიშნულს იკავებს.

რაც შეეხება, საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილი ფულადი გზავნილების რაოდენობას, ამ ნაწილში ნახევპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 19 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system