თავში

აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 96.0%-ით შემცირდა

აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 96.0%-ით შემცირდა

2020 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 96.0 პროცენტით შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 79.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 95.4 პროცენტით დაიკლო. საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2020 წლის აგვისტოში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. 

რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-98.3 პროცენტით), რუსეთიდან (-97.9 პროცენტით) და თურქეთიდან (-89.5 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში უარყოფითი 6.6 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system