თავში

airBaltic-მა თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა

airBaltic-მა თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა
airBaltic-მა თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა

6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი ოპერატორის TAV GEORGIA-ს ცნობით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. 

აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს:
✔️ რიგა - თბილისი | ყოველ ოთხშაბათს
✔️თბილისი - რიგა | ყოველ ხუთშაბათს

20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:
✔️ რიგა - თბილისი | ოთხშაბათსა და კვირას
✔️ თბილისი - რიგა | ხუთშაბათსა და ორშაბათს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system