თავში

"აირზენას“ პასუხი ეკონომიკის მინისტრს

"აირზენას“ პასუხი ეკონომიკის მინისტრს
აირზენას“ პასუხი ეკონომიკის მინისტრს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ „აირზენა“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად გეგმავს რეისებს.

ნათია თურნავამ ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები. მინისტრის თქმით, ეს არის არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

"ჩვენი ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. გაუგებრობას აქვს ადგილი. არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება," - ასე პასუხობს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ნათია ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და დარწმუნებულია, რომ  მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system