თავში

ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები10 ათასი ლარით დაფინანსდება

ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები10 ათასი ლარით დაფინანსდება
ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები10 ათასი ლარით დაფინანსდება

გონიოს-აფსაროსის ციხეში ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული ეკონომიკის გაუმჯობესებისების მექანიზმები და ისეთი პროექტები, როგორიცაა ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, კარიერული განვითარების ხელშეწყობა და მოხალისეობრივი საქმიანობა. 

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის. 

ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდა.

“ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 10 ათასი ლარით დაფინანსდება ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები. კონკრეტული გრანტები მისცემს საშუალებას ახალგაზრდებს, რომ ახალი სტარტაპები, ინოვაციები განახორციელონ. ეს გამოწვევა, რომელიც მთელ მსოფლიოშია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, უნდა შეძლოთ რომ ფინანსური მხარდაჭერით, კონკრეტულ შედეგებში გადაიყვანოთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და შპს „სტადიონის“ ერთობლივი პროექტის თანახმად, ბათუმის ახალი სტადიონის საპარკინგე სივრცეში მალე Drive In კინოთეატრი მოეწყობა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა. ცენტრმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. პანდემიის პერიოდში აჭარაში 30 ათას ოჯახს სასურსათო კალათა, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system