თავში

Nissanს ახალი დირექტორი ჰყავს

ახალი დირექტორი ჰყავს
Nissanს ახალი დირექტორი ჰყავს

Nissan–ს ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც იაპონურმა ავტომწარმოებელმა იოკოჰამაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლის იანვრიდან კონცერნის ხელმძღვანელის პოსტს 53 წლის მაკოტო უსიდა დაიკავებს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.


ის ჰიროკოტო საიკავას შეცვლის, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ სექტემბერში გამოაცხადა. საიკავას გადადგომის მიზეზად პოსტზე ყოფნისას პრემიების გადაჭარბებით მიღება სახელდება, რაც მან თავადაც აღიარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში, Nissan-ის იმ დროინდელი ხელმძღვანელი კარლოს გონი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

კომპანიის ახალ მენეჯმენტს ბევრ პრობლემასთან შეჭიდება მოუწევს, მათ შორის, მოგების შემცირებასთან გამკლავება, ბიზნესის რესტრუქტურიზაცია და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system