თავში

ახალი ტურისტული სივრცე თბილისში

ახალი ტურისტული სივრცე თბილისში
ახალი ტურისტული სივრცე თბილისში

თბილისში, ამაღლების 19-ში, ახალი სახელოვნებო სივრცე 4710 გაიხსნა. 4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა და მისი დამფუძნებლები ახალგაზრდა კურატორები, ანა გაბელაია და ნინი დარჩია არიან.

გარდა გალერეის ტრადიციული ფუნქციებისა, 4710 ალტერნატიული საგამოფენო სივრცის დანიშნულებასაც შეითავსებს, რომლის მთავარი მიზანი, მუდმივი ექსპერიმენტების საშუალებით, პრეზენტაციის იმ ფორმების ძიებაა, რომელიც შეიძლება, ახალი და საინტერესო იყოს დღევანდელი ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენისთვის.

გალერეასთან ერთად იმუშავებს სარეზიდენციო პროგრამაც, რომელიც, თავის მხრივ, ორიენტირებული იქნება იმ უცხოელ ხელოვანებთან მუშაობაზე, რომელთა შემოქმედებაც თანხვედრაში მოდის გალერეის ხედვებთან.

4710 ორი ხელოვანის, ანდრია დოლიძის და ქეთა გავაშელის გამოფენით გაიხსნა. გამოფენის ნახვა 20 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ქეთა გავაშელი და ანდრია დოლიძე ახალგაზრდა ხელოვანები არიან, რომლებიც სწავლობენ და მოღვაწეობენ დუსელდორფში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system