თავში

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

​ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი რიგით 16-ე სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. 

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 16 000000 ლარით განისაზღვრა. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურა , სოციალური და ჯანდაცვის საკითხი რჩება.

დღესვე ,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე საკრებულოს წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარსდგა.
შეხვედრაზე მერმა , მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ამასთან ერთად მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებიც დააანონსა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე უძღვებოდა.

ერთხმად დამტკიცდა დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხები იყო:
. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ (ავტომანქანა VAZ 21214)
. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (პ.ალთუნაშვილიი)
. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების
წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system