თავში

ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახმეტაში, ზემო ალვანში, მატყლის გადამამუშავებელი მინი საწარმო გაიხსნა. ამჟამად საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდეა. საწარმო ხელს უწყობს მეცხვარეობის განვითარებასაც, რადგან პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს ადგილობრივ მატყლს, თუშ მეცხვარეებს კი აღარ უწევთ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიება.

საწარმოს ძირითადი მომხმარებლები არიან: სპეციალიზირებული მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 160 000 ლარია. ბანკის მხრიდან პროექტის დაფინანსებისთვის 52 000 ლარი გამოიყო. საწარმოს დღესდღეობით 10 ადამიანი ყავს დასაქმებული.

საწარმო აქტიურად აწარმოებს ძაფსა და თექას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system