თავში

ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა

ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა
ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა

სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა.

აქ ნაწარმოებ უალკოჰოლო ლუდი იყიდება თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში. კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის, ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ.

ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system